ქუთაისში კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია მიმდინარეობს.
კოალიციის მიერ ორგანიზებული აქცია აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის მოედანზე, ე.წ. 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება.
აქციაში იმერეთის რაიონებიდან ჩამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას. რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს.
,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აქციაში მონაწილე მხარდამჭერებს საჩხერის კოლონასთან ერთად შეუერთდა.
ამ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილი ბალახვანის მოედანზე შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართავს.