„ქრისტიან-დემორკატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე დღეს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო სისტემებისა და ეფექტური საარჩევნო კამპანიის წარმოების თემატიკაზე სამი დღეა რაც სემინარებს უტარებენ. ახალგაზრდებს ბრიტანელმა კონსერვატორებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და რჩევებიც მისცეს.
როგორც თარგამაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია აქტიურად მუშაობს ბრიტანელ კონსერვატორებთან საარჩევნო გამოცდილების გაზიარების მიზნით.
„სემინარი ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს თბილისში სადაც მონაწილეობას იღებენ ქრისტიან-დემორკატიული მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ლიდერები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. რა თქმა უნდა ვსაუბრობთ საერთო ღირებულებებზე და რაც ასევე ამ თემასთან ერთად ძალიან აქტუალურია საარჩევნო უნარჩვევები, რა თვალსაზრისითაც ჩვენ უცხოელ მეგობრებს უზარმაზარი გამოცდილება აქვთ დაგროვილი დემორკატიულ არჩევნებში" განაცხადა გიორგი თარგამაძემ