,,სახალხო კრება" ქუთაისში ,,ქართული ოცნების" აქცია უერთდება, _აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" ,,სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო ჯაჭვლიანმა განუცხადა.
,,თქვენ გახსოვთ ალბათ 26 მაისს სამებაში ბატონი ბიძინა, რომ მოვიდა, სადაც პარაკლისი ჩავატარეთ. მერე 27-მაისს ნახეთ, რომ ბატონ ბიძინას სოლიდარობა გამოვუცხადეთ და მივედით აქციაზე. მე და ლუკა ახლა ქუთაისში ვართ ჩამოსული და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მე და ლუკა ყოველთვის იქ ვიქნებით, სადაც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ეს რეჟიმი მალე მოვაშოროთ. ,,სახალხო კრება" ხომ პარტია არ არის, ამიტომ რა არის გასაკვირი იმაში, რომ ამხელა იმედს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ", _ განცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ,,სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციაში ქუთაისში ლუკა კურტანიძესთან ერთად ჩავიდა.
მისივე თქმით, ,,სახალხო კრება" ,,ქართული ოცნების" მხარდაჭერის სანაცვლოდ არაფერს ითხოვს.
,,ჩვენ სანაცვლოდ არც კოალიციაში შესვლას ვითხოვთ, არც თანამდებობებს ვითხოვთ უბრალოდ ჩამოვედით და ძალიან გვიხარია, როცა ქუთაისში ამდენი ხალხი იკრიბება",_ განაცხადა ჯაჭვლიანმა.