საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტში იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მისვლას ითხოვს. ეს მოთხოვნა ლორთქიფანიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ეს არის მისი პირველი საჯარო განცხადება და იმედოვნებს, რომ მას სათანადო რეაგირება მოჰყვება.
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის პარლამენტში დაბარების საკითხს, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მას კითხვები გააჩნია ადეიშვილთან, როგორც ქვეყნის მთავარ პროკუკრორთან და სურს მოისმინოს პასუხი, იმ გახმაურებბულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, რომლებიც მსხვერპლით სასრულდა. ასევე მოისმინოს განმარტება, რუსეთავი 2-ის კუთვნილი შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძუების თაობაზე.
როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს, ადეიშვილი მოწვეული უნდა იქნას პარლამენტში და მისთვის სულ ერთია ეს რა ფორმატით მოხდება. ეს იქნება პლენარულ სხდომაზე, უმცირესობის თუ ანტიკრიზისულ საბჭოს სხდომაზე.
ლორთქიფანიძე აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ იუსტიციის სამინისტროს და გენ პროკურატურის გაერთიანებისას მთავრობის მთავარი მოტივაცია იყო რომ ეს ორგანი გამხდარიყო გამჭვირვალე თუმცა მისი თქმით, ეს პირობა დღემდე არ სრულდება და საზოგადეობას ზურაბ ადეიშვილი ჯერ თვალითაც არ უნახავს.