საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშზე რეაგირებას სთხოვს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ლორთქიფანიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ფრიდომ ჰაუსის ანგარიში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს "სადაო ტერიტორიების" კატეგორიაში სვავს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და ასეთი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არც ხელისუფლების და არც არც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.
მისი თქმით, ამ დასკვნაში არის ორი პრობლემა. Pპირველი ეხება იმას, რომ დასკვნაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოხსენიებულია სადავო ტერიტორიად, რომლებსაც გაერო და ევროკავშირი საქართველოს შემადგენლ ნაწილებად მიიჩნევენ. გარდა ამისა, მეორე პრობლემაა ის რომ მისი თქმით, აფხაზეთს ნახევრად დემოკრატიული ტერიტორიის სტატუსი აქვს მინიჭებული, როდესაც ამ ტერიტორიაზე ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები და 300 ათასი ადამიანი საკუთარი საცხოვრებლიდან გამოძევებულია ეთნიკური ნიშნით, თუმცა მისი თქმით, ყევლაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არც ხელისუფელბას და არც ერთ პოლიტიკურ ძალას, არანაირი რეაგირება არ მოუხდენია და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ ამ საქმის უყურადღებოდ დატოვება ეროვნული ღალატის ტოლფასი იქნება.