ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი 20-ე რაუნდი დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს რადიო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა შეშფოთება გამოხატეს გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობის შეფერხების გამო.
"თანათავმჯდომარეებმა ასევე შეშფოთება გამოხატეს გალის რაიონში რამდენიმე ხნის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც ორი პოლიციელი და ერთი ადგილობრივი მოსახლე იქნა მოკლული. თანათავმჯდომარემ გაეროს მხრიდან აღნიშნა, რომ გალის წლის დასაწყისიდან გალის რაიონში უკვე მოკლულია 10 ადამიანი, მათ შორის კი სამი პოლიციელი. ამასთან ერთად, მან სიამოვნებით აღნიშნა, რომ გადაადგილების სფეროში მნიშვნელოვანი ძვრებია მომხდარი. მისივე თქმით, ენგურის ხიდზე მოძრაობა გამოცოცხლებულია", _ იუწყება გაეროს რადიო.
სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა, რომელშიც ჰუმანიტარულ საკითხთა განიხლვა მიმდნარეოვს ყურადღება გაამახვილეს იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე, ასევე განიხიეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები.
ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ გაეროს მხრიდან ანტი ტურუნენმა კი აღნიშნა, რომ მიუხედავად დღის წესრიგის რთული საკითხებისა შეხვედრამ მთლიანობაში კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი, 21-ე რაუნდი ჟენევაში 3 ოქტომბერს გაიმართება.