პატიმრის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე შუამდგომლობის წარდგენა ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება. კერძოდ, "პატიმრობის კოდექსში" ცვლილებების თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებული იქნება, ადგილობრივ საბჭოს, ავტომატურ რეჟიმში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა, თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა მოიხადა.
პროექტის თანახმად, ქალ მსჯავრდებულთა მიმართ ეს ვალდებულება ძალაში წელსვე, კერძოდ კანოის ამოქმედებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ხოლო მამაკაც სრულწლოვან მსჯავრდებულთათვის 2013 წლის პირველი იანვრიდან.
დღეს მოქმედი რედაქციით, პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შუამდგომლობის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის მხოლოდ შესაძლებლობა არსეობს და არა ვალდებულება.
ასეთი შუამდგომლობის წარდგენა შეიძლია თავად მსჯავრდებულს, მის დამცველს, ახლო ნათესავს ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს.
კანონპროექტის მიღების შემდეგ კი, თავად მსჯავრდებულს, მის დამცველს თუ ახლო ნათესავს, შესაბამისი საბჭოსთვის მხოლოდ დამატებითი ინფორმაციის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ.
კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც მთავრობაა, დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.