სახაზინო ადვოკატის მოწვევის ვალდებულება, მოსამართლესთან ერთად, გამომძიებელსაც ექნება. ამის შესახებ ცვლილება "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შედის.
მოქმედი კანონმდებლობით, პროკურორი ან მოსამართლე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით, თუ ბრალდებული მხარე გადახდისუუნაროა და ან საქმეში არ მონაწილეობს მისი ადვოკატი.
ცვლილების თანახმად, ასეთ პირობებში, სახაზინო ადვოკატის მოწვევის ვალდებულება მოსამართლესთან ერთად, ზოგადად ბრალდების მხარეს, მათ შორის გამომძიებელს ექნება.
სახაზინო ადვოკატებთან დაკავშირებით, პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტი იხილება, რომლის თანახმად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სახაზინო ადვოკატის მოსმახურების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადაიწევს და მომავალი წლიდან არ ამოქმედდება.