საქართველომ კაბო ვერდესა და დომინიკელთა რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. შესაბამის ოქმს მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შესაბამისი ოქმების თანახმად, საქართველოს და კაბო ვერდეს რესპუბლიკა შორის მეგობრობა და თანამშრომლობა საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების - ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების შესაბამისად განვითარდება.
აღნიშნულ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმებზე ხელმოწერის ცერემონიალი მიმდინარე წლის 22 იანვარს, ნიუ-იორკში გაიმართა და ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.