ბრალდებულ სომხეთის მოქალაქეს გაგიკ გევორგიანს ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი.
შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარ სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ დადგენილი წესების დარღვევის ფაქტზე, ფოთში, სომხეთის მოქალაქე გაგიკ პარუირის ძე გევორგიანი დააკავეს, რომელიც 2012 წლის 24 მაისს, მდ. ფსოუს მონაკვეთიდან ქ. სოხუმში შემოვიდა უკანონოდ.