ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის სასამართლო განხილვა ორშაბათამდე 11 ივნისამდე გადაიდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოქმის განხილვა 11 ივნისს, 12:30 საათზე განახლდება.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების ინფორმაციით, მოსამართლემ კობა გოცირიძემ სასამართლო პროსესის დროს არ გაითვალისწინა ისეთი მტკიცებულები, რომლებიც ადასტურებდა, რომ კონტროლის პალატის მიერ მიღებული ოქმი არასწორადაა შედგენილი.
შეგახსენებთ: კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტად სცნო.