პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში საქმის განხილვის პროცედურები მარტივდება. ცვლილება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის კანონში შედის.
მისი ამოქმედების შემდეგ კომისია ქალი მსჯავრდებულების საქმეებს ავტომატურად განიხილავს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პატიმარს სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს. შესაბამისად მათ ადვოკატსა და ნათესავს განცხადების შევსება აღარ მოუწევთ.
ამ ცვლილებამდე მსგავსი პროცედურა მხოლოდ არასრულწლოვანთა საქმის განხილვის დროს გამოიყენებოდა. 2013 წლიდან ეს ცვლილებები მამაკაც მსჯავრდებულებსაც შეეხებათ.
კანონპროექტის თანახმად, ასევე პატიმრებს დარჩენილი სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვლებათ. ახალ ინიციატივას დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.