,,ეს კონკრეტული ფაქტი, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი და საწყენია, თუმცა გასაკვირი არ არის. ვფიქრობ, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ წინ აღვუდგეთ ამ ბარბაროსულ ქმედებას", _ განცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ ლიხნის ტაძრის განადგურების ფაქტის კომენტირებისას.
შეგახსენებთ: საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ლიხნის ტაძარს განადგურება ემუქრება, რადგან ოკუპანტები მის რეაბილიტაციას უკანონოდ ახდენენ.