ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას. ამასთან აშშ-ს მიზანია, აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით.
ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს
რუსეთს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის მისცენ იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა და დაუშვან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორები.
მიღებულ რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოში დაგეგმილი არჩევნების სამართლიანად და ღიად ჩატარების მნიშვნელობასა და აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის სწრაფვისადმი.