აჭარის სამთავრობო დელეგაცია ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტისას დაგეგმილია შეხვედრა ნახჭევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ვასიფ თალიბოვთან. ასევე, დაგეგმილია ქალაქებს ბათუმსა და ნახჭევანს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორადუმის გაფორმება.
ნახჭევანში ვიზიტი ორ დღეს გასტანს, ამ ხნის განმავლობაში ქართული დელეგაცია გაეცნობა რეგიონის ეკონომიკურ და კულტურულ პოტენციალს.
აღნიშნული ვიზიტი რეგიონში მიმდინარე წლის იანვარში ნახჭევანის დელეგაციის ბათუმში სტუმრობისას დაიგეგმა