დღეს, 8 ივნისს, საქართველოს პირველი დიპლომატი თავის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგას შეხვდება. სამხრივი შეხვედრა, ტრაპზონში გაიმართება, სადაც მხარეები რეგიონის ქვეყნების ურთიერთობებზე ისაუბრებენ.
გარდა სამხრივი შეხვედრებისა იგეგმება ორმხრივი შეხვედრებიც და გრიგოლ ვაშაძე პირისპირ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ახმეტ დავიდოღლუსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შეხვდება.