საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა მასწავლებელთა სახლში შეკრებილ პედაგოგებსა და მოსწავლეებს განუცხადა, რომ ყველა ადამიანი ძველდება.
,,ხატიამ ძალიან კარგია, რომ საქმეს ენერგიულად მოკიდა ხელი. თქვენ იცით, რომ ხატიამ ნულიდან შექმნა პოლიციის აკადემია, მაგრამ პოლიციელი არ არის, ეს თვითონ, პირდაპირ თქვა. ის არის ძალიან კარგი მენეჯერი, მაღალგანათლებული ადამიანი. აქვს ახლებული ხედვა. ჩვენ მუდმივად გვჭირდება განახლება, რეფორმებს ვერაფერი შეაჩერებს. შეიძლება ადამიანს ერთ ეტაპზე ჰქონდეს სწორი ხედვა, მაგრამ რეფორმები წინ მიდის, ცხოვრება მიდის წინ და ყოველთვის ასეა, რაღაც პერიოდში ყველა ადამიანი ძველდება. მეც ვძველდები, შაშკინიც ძალიან მალე დაძველდება ოღონდ მალე არა, ჩემზე იქით, ჩემზე უფრო დიდხანს გაძლებს, ხატია საერთოდ არასოდეს, ის ყოველთვის თანამედროვე იქნება", _ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა მასწავლებელთა სახლში.