,,ეროვნული გამოცდები წელს ჩატარდება, მომავალ წელს - არა, - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა მასწავლებლების სახლში პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ მათთვის ვისაც სკოლა დამთავრებული აქვს მათთვის ცალკე ტესტი შეიქმნება.
მისი თქმით, არ არის საჭირო ორი გამოცდა. არ არის საჭირო ხალხს ბოლო კაპიკები წაართვა იმისთვის, რომ თავისი შვილები რეპეტიტორებთან წაიყვანონ.
"იმის გამო, რომ შეიქმნა, მე მაფიას არ ვუწოდებ, რადგან კორუფცია მოვსპეთ, მაგრამ მაღალ ანაზღაურებადი, ცალკე ფეოდალური ჯგუფები, რომლიც ცალკე სისიტემაა და მოდით თუ რამე გინდათ წადით რეპეტიტორი აიყვანეთ, წადი მოემზადე იმიტომ, რომ თქვენ კარგად იცით, რომ არ შეიძლება გამოცდაზე ბავშვს სთხოვდე ისეთ რაღაცას, რაც სკოლაში არ ისწავლება_ ეს იყო მთვარი პრობლემა. ამიტომ ჩვენ წელს უკვე ვეღარ ვასწრებთ ამ მთელი გაუგებრობების გამო, რაც ამათ შეექმნათ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მომავალი წლიდან გამოცდები იქნება მხოლოდ სკოლაში", _ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა მასწავლებლების სახლში პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ მათთვის ვისაც სკოლა დამთავრებული აქვს მათთვის ცალკე ტესტი შეიქმნება.
,,იქნება რვა გამოცდა პლუს ტესტი უნარ-ჩვევებში, როგორც არის საფრანგეთში გერმანიაში, ასეთ ცივილიზებულ ქვეყნებში და ამ გამოცდების შედეგებით, ბავშვები, ბავშვები აღარ უკვე ახალგაზრდები ჩააბარებენ ყველა უმაღლეს სასწავლებელში. ვისაც უკვე სკოლა დამთავრებულიო აქვს იმათთვის კიდევ შევქმნით ცალკე ტესტებს, ანუ ვინც ვერ ჩააბარებს პირველ წელს წლის განმავლობაში ყოველთვის შეეძლებათ ჩაბარება", _ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.