"დღეს და გუშინ მოხდა ორი უბედური შემთხვევა მშენებლობებზე, ერთი - არამიანცის საავადმყოფოში, პირველ საავადმყოფოში თბილისშიმშენებლობის დროს ღამით ჩამოინგრა შენობა, ერთი ადამიანი დაიღუპა და ქუთაისში, პარლამენტის უკან მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე ასევე სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა ხარაჩოს ჩამონგრების შედეგად", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მასწავლებლის სახლში წარმატებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებთან შეხვედრისას.
"ეს საკითხები ძალიან მაწუხებს, იმიტომ, რომ ერთი მხრივ საქართველოში, ისტორიაში, არასოდეს არ ყოფილა, აქ ისტორიის მასწალებლებიც არიან, ამხელა მასშტაბის მშენებლობა რაც კეთდება ამ წლებში, გასულ ორ-სამ წელიწადში და გაკეთდება შემდეგი სამი-ოთხი-ხუთი წელი", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ხდება ამდენი წლის უმუშევრობისა და დეკვალიფიკაციის შემდეგ.
"ქუთაისში პარლამენტს რომ ვამთავრებდით, ყოველდღე ვურეკავდი რამაზ ნიკოლაიშვილს და ვეუბნებოდი - რამაზ, შეხედეთ უსაფრთხოების წესებს. იქ რამაზი დაადგა თავზე და შეხედა და ყველგან რამაზი ას ნაჭერად ვერ გაიჭრება და დაველაპარაკე ახლა ყველას, იმიტომ, რომ იქ რაც მოხდა საავადმყოფოში - განათება არ იყო, ღობე არ იყო, ელემენტარული წესები არ იყო დაცული და უნდა დაიცვან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ყველა მშენებლობის ხელმძღვანელმა და უშუალოდ უბნის ხელმძღვანელმა რათა ადამიანებს არ აგდებდნენ საფრთხეში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ არაფერი არ ღირს ისე, რაც ადამიანის სიცოცხლე.