"სტერეო+" „კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების შესრულებას და „მეცხრე არხისთვის" სიხშირის გათიშვას არ აპირებს. "სტერეო + ის" დირექტორის დავით ზილფინიანის განცხადებით, ლიცენზია NF13, რომელსაც „სტერეო +" ფლობს, მეცხრე არხისთვის საეთერო მომსახურების გაწევის კანონიერად იძლევა.
ამასთან „სტერეო +" კომუნიკაციების მარეგულიერბელი ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებული 5 000 ლარის გადხდასაც არ აპირებს და კომისისს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.
შეგახსენებთ: „სტერეო +_ ის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განცხადებაგაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ
შ.პ.ს. „სტერეო +" საქმიანობას შესაბამისი სავალდებულო ავტორიზაციის გარეშე ახორციელებდა და გარკვეულ რადიოსიხშირულ სპექტრს ლიცენზიის გარეშე იყენებდა.
ამასთან ეროვნული კომისიის ცნობით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შ.პ.ს. „სტერეო + _ს" NF 13 ლიცენზიის გამოყენება არ აუკრძალავს და კომპანიას მხოლოდ საქმიანობის სალიცენზიო პირობების ფარგლებში მოქცევა დაევალა.