"რუსეთის ქმედებები და მათი აგრესიული რიტორიკა და უსუსური მცდელობა გაამართლონ თავისი აგრესია ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც პროვოკაციას და ეს რეაქციაც მოწმობს იმაზე, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული რეგიონში სტაბილურობით, არამედ მათ სურთ თავაანთ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ხაზი გადაუსვან იმ ძირითად ნორმებს, საქართველოს სუვერნიტეტს, რომელსაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს", _ განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.
შეგახსენებთ: რუსეთი საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებისადმი კვლავ ხმამაღალ მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ და ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ ინფორმაციას იმეორებენ.