ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები, ქართულ არჩევნებში მონაწილეობას, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პასპორტებით მიიღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები "საარჩევნო კოდექსში" შედის, რომლის ინიცრებაც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მოხდა.
"საარჩევნო კოდექსი" ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მოდის შესაბამისობაში.
კანონპროექტით დგინდება, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობის ნაცვლად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები არჩევნებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პასპორტებს გამოიყენებენ.
საკონსტიტუციო ცვლილებებით, 2014 წლის 1 იანვრამდე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვს პირს, რომელიც დაბადებულია და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებს მოქალაქეობა.