,ქართული ოცნების,, ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ვალდებული იქნება თბილისში, მთაწმინდაზე დარეგისტრირდეს.
აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილებები "საარჩევნო კოდექსში" რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან მოდის შესაბამისობაში.
ცვლილებების პროექტით დგინდება, რომ ამომრჩეველთა სიების უზრუნველყოფის კომისიას უფლება აქვს, საქართველოში დაბადებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 5 წელია საქართველოში ცხოვრობენ, საარჩევნოდ პირველ საარჩევნო ოლქში დაარეგისტრიროს.
პირველი საარჩევნო ოლქი კი დედაქალაქში, მთაწმინდის რაიონშია.
კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, 2014 წლის პირველ იანვრამდე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვს პირს, რომელიც დაბადებულია და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებს მოქალაქეობა.