ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ შესაძლოა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარ კანდიდატად კენჭი იყაროს.
აღნიშნულ თემაზე მთავარი პროკურატურის მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტში ვკითხულობთ, რომ პროკურატურის მუშაკი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას.
ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი", როგორც დავით საყვარელიძეს, ასევე, ,,ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს განმარტება გააკეთოს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან კანონის თანახმად პოლიტიკურ საქმიანობა პროკურორის ფუნქციებთან შეუთავსებელია.