აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მარკ ტონერის განცხადებით, საქართველო რუსეთსა და აშშ-ს შორის უთანხმოების საკითხად კვლავ რჩება,განაცხადა ტონერმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.
შეგახსენებთ: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია , რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებისადმი კვლავ ხმამაღალ მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ და ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ ინფორმაციასიმეორებენ.