თურქეთის ქალაქ ბურსაში თურქმა სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ბრალდენით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს.
ქართველი ქალები არალეგალურ საქმიანობას ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში ეწეოდნენ.
პოლიციამ ქართველებთან ერთად თურქეთის ოთხი მოქალაქეც დააკავა. დაკავებულებს ბრალს ცოტა ხანში წაუყენებენ.
თურქმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქეები დაკითხვის შემდეგ გირაოს გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები