„ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს პენსიონერებს საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი გააცნო.
როგორც პარლამეტში გამართული შეხვედრის დაწყებამდე ბაღათურიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველა კატეგორიის პენსიონერის პენსია, საარსებო მინიმუმს – 170 ლარს უნდა გაუთანაბრდეს და მას დაემატოს ასევე სტაჟის მიხედვით ყოველ ნამუშევარ წელიწადზე 2 ლარი.
,,კანონპროექტის თანახმად, ასაკით პენსიონერების საშუალო პენსია 200–250 ლარამდე გახდება. ეს არ არის ბევრი, მაგრამ ის მინიმუმია, რაც სახელმწიფოს თავისი რესურსებიდან გამომდინარე შეუძლია პენსიონერებს მისცეს,, - აღნიშნა დეპუტატმა.
,,ქართული დასის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტი პარლამენტში 2009 წელს არის ინიცირებული, მაგრამ მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ჯერ არ მომხდარა.
მასალის გამოყენების პირობები