ესპანეთის ნაციონალურმა პოლიციამ ქართველებისაგან შემდგარი ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომლებმაც ანდალუსიასა და ესტრემადუმში 50 -ზე მეტი ბინა გაძარცვეს. ჯგუფი ცხრა ადამიანისაგან შედგებოდა.
ექვსი მათგანი უშუალოდ ქურდობით იყო დაკავებული, სამი დანარჩენი კი ნაქურდალის რეალიზებას ახდენდა. ორგანიზებულ-დანაშაულებრივ ჯგუფს 29 წლის საქართველოში დაბადებული ადამიანი ხელმძღვანელობდა. სულ ამ ჯგუფში ოთხი ეროვნებით ქართველი იყო, ასევე ჯგუფში შედიოდნენ ლიტვისა და ჩეხეთის მოქალაქეები.
დამნაშავეების ბაზა კორდოვში იყო და სწორედ იქიდან მიემგზავრებოდნენ ისინი სხვა და სხვა რაიონებში წინასწარ იცოდნენ რა თუ რომელი ბინა უნდა გაეძარცვათ. ერთი გასვლით ისინი რამდენიმე ბინის ძარცვას ასწრებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები