"ქუთაისს ვერ ეყოფა ერთი შენობა. ქუთაისს ვერ ააღორძინებ ერთი პარლამენტით. ქუთაისს სჭირდება კომპლექსური მიდგომა, იმერეთს და მთელს საქართველოს სჭირდება კომპლექსური მიდგომა და ასეთი პიარ-კამპანიებით, რომ ერთ შენობას იქ მიაწებებს და მეორეს იქ შეღებავს ამით ქვეყანას არ ეშველება და ამ პიარ-კამპანიებთ და სიცრუის მანქანებით ხალხი ვერ გამოვა ამ გაჭირვებიდან”, _ განაცხადა ,,ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი უძილაურისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ,,ქართულ ოცნებას” ქუთაისის განვითარებისთვის კონკრეტული გეგმა გააჩნია.
,,ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად გაწერილი გეგმა საერთოდ იმერეთზე და განსაკუთრებით, ქუთაისზე. ქუთაისი უნდა აღორძინდეს”, _ განაცხადა ,,ქართული ოცნების” ლიდერმა და აღნიშნა, რომ დღეს ქართველი ხალხის ერთად დოგმა მნიშვნელოვანია.
,,დღეს ერთად დგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. თითოეული ჩვენგანისთვის ბევრს ნიშნავს, ის რომ ჩვენ მარტო არ ვარ და უფრო მეტს ნიშნავს მათთვის ვისაც რეალობა დაკარგული აქვს და ჰგონიათ, რომ ქართველებს ერთად დოგმა არ შეუძლიათ”,_ განცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ: ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია 7 ივნისს 22 საათზე მეორე არხის ეთერში გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები