ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში 74 წლის თამაზ გოგილაშვილმა საკუთარი ძმა ვანია გოგილაშვილი, მძიმე საგნის ჩარტყმის შედეგად მოკლა.
გარდაცვლილი ვანია გოგილაშვილი მეზობლებმა იპოვეს.
ადგილობრივების განცხადებით, ძმები ხშირად კამათობდნენ. მათივე თქმით, მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, მემკვიდრეობით მიღებული სახლი გახდა, რომელსაც თამაზ გოგილაშვილი უმცროს ძმას წლების განმავლობაში ედავებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ გოგილაშვილი მკვლელობისთვისაა ნასამართლევი.
ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავეს.
მასალის გამოყენების პირობები