პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობას" როგორც მაჟორიტარულ, ისე პარტიულ სიაში, ახალი სახეებიც ეყოლება.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კონკრეტული გვარების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს.
"ნაციონალური მოძრაობა" ყველა არჩევნებზე განახლებული სახეებით გამოდიოდა და ვფიქრობ, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი სიძლიერე სწორედ ის არის, რომ პარტიაში მუდმივად მიდის განახლება და მუდმივად ახალი სახეები ჩნდებიან. პოლიტიკაში მთავარია პრინციპი შეინარჩუნო, მაგრამ პრინციპების უკან მუდმივი განახლებაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბაქრაძემ.
რაც შეეხება მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების თარიღს, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და ამის შესახებ გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს.