"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე პოლიტიკური პერსპექტივის შესახებ, პრეზიდენტისგან პირდაპირ პასუხს არც ელოდა. როგორც მან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე პასუხის შეფასებისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების მმართველობა დღეს ამოტრიალებულ პირამიდას ჰგავს.
"საკმარისია, უმაღლესი ტანამდებობის პირმა ღია და საჯარო განცხადება გააკეთოს თავისი პოლიტიკური პერსპექტივის შესახებ, რომ ეს პირამიდა ნგრევას და დაშლას დაიწყებს. ამას საააკაშვილი წმინდა პოლიტიკური ტექნოლოგიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გააკეთებს, რომ ნაციონალური მოძრაობისა და სახელისუფლო ვერტიკალის სიმყარეში, თავად არ შეიტანოს ბზარი", - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს მაინც მოუწევს ამ ნაბიჯების გადადგმა, იმ პირდაპირი თუ ირიბი მინიშნებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც საზოგადოებამ ჰილარი კლინტონისგან საჯაროდ მოისმინა.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი დარწმუნებულია, რომ ამ თემაზე საუბარი კულუარული შეხვედრების დროსაც იქნებოდა.