დღეს დილით უზნაძის ქუჩაზე მდებარე მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიიდან შესაწირის ყუთი და საეკლესიო მაღაზიის ნავაჭრი თანხა იქნა გაძარცვული ასევე მამაოს კუთვნილი ჯაჭვია წაღებული, რომელიც საკურთხეველში ინახებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, მძარცველებმა ეკლესიაში გვიან ღამით სარკმლიდან შეაღწიეს და ეკლესია გაძარცვეს.
ადგილზე დილიდან სამართალდამცავები მუშაობენ.
ეჭვმიტანილების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.