"ქართული დასის" ლიდრი ჯონდი ბაღათურია იმედოვნებს, რომ „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს დეპუტატები მხარს დაუჭერენ. მან კანონპროექტი დღეს პატიმართა ოჯახის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
ბაღათურიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კანონპროექტი საკმაოდ ფრთხილად და სკულპუროზულად არის დამუშავებული, ამიტომ ვერავინ იტყვის, რომ მან შესაძლოა საფრთზე შეუქმას საზოგადოებას.
ბაღათურიას განმარტებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდნენ პატიმრები, რომლებიც სასჯელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის 273-ე მუხლით იხდიან, ასევე 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, დამზადება) გასამართლებული ადამიანები. ხოლო 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გასამართლებულებს კი სასჯელი უნდა გაუნახევრდეთ.
„ეს ის დანაშაულია, რომელიც ყველაზე მეტად ხელისუფლების წევრებს შორის არის გავრცელებული და რომლის კადრებიც მოსახლეობამ არაერთხელ ნახა" - აღნიშნა ბაღათურიამ.
კანონპროექტით, ამნისტია ასევე უნდა შეეხოთ, ხულიგნობის და იარაღის უკანონო შენახვის მუხლებით გასამართლებულ ადამიანებს.
„ხულიგნობისთვის, რის ჩადენასაც დეპუტატი აკაკი ბობოხიძე პარლამენტში წარუმატებლად ცდილობს, ათასობით ადამიანი იხდის სასჯელს, ბობოხიძე კი ჯერ არავის გაუსამართლებია" - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ამ კანონპროექტის განხილვა დაიწყეს, თუმცა, იმის გამო, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ ხუთი თვის მანძილზე ვერ წარადგინა სტატისტიკური ინფორმაცია, თუ რომელი მუხლით რამდენი ადამიანია გასამართლებული, მას მსვლელობა არ მიეცა.
ბაღათურია იმედოვნებს, რომ უმრავლესობა მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს კანონპროექტს პატიმართა სასარგებლოდ.