,,ჩვენი ამოცანა და სურვილია, რომ კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ მთელს მსოფლიოს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფასეულობაზე და ამ ფასეულობის ძირითადი ელემენტია სწორედ დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა. ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ, მათ რომ საქართველო შეუქცევადად ადგას დემოკრატიზაციის პროცესს", _ განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ ,,იმედის " ეთერში ჰილარი კლინტონის განცხადების კომენტირებისას რომლის თანახმად, საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს და 2013 წელს ძალაუფლების გადაცემა დემოკრატიული გზით უნდა მოხდეს.
ბათუ ქუთელიას განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების საკითხი მნიშვნელოვანია.
,,რა თქმა უნდა, ამ არჩევნებზე დამკვირვებლების საკითხი მნიშვნელოვანია. ჩვენ შევთავაზებთ, როგორც აშშ-ს, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებს ვისაც აეთი ფუნქცია და ინტერესი გააჩნიათ მაქსიმალურად წარმოადგინონ დამკვირვებლები. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ის მექანიზმები და რეფორმები, რომელიც ამ კუთხით უკვე გატარებულია და იძლევა იმის წინაპირობას, რომ არჩევნები იყოს ნამდვილად დემოკრატიული, თავისუფალი სწორედ ამაზე მოხდეს ლეგიტიმაცია დაკვირვება და შემდეგ უკვე ამის დაადასტურებაა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მოხდეს. ეს არის ჩვენი ამოცანა", _ განაცხადა ქუთელიამ და აღნიშნა, რომ რამდენიმე ამერიკულმა ორგანიზაციამ გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ.
,,რამდენიმე ამერიკულმა ორგანიზაციამ უკვე გამოხატა სურვილი ამ პროცესში მონაწილეობის და ჩვენ ვთხოვეთ სახელმწიფო მდივანს კიდევ უფრო გაიზარდოს აქტიურობა აშშ-ს მხრიდან და ეს იქნება ერთ-ერთი გარანტი იმისა, რომ არჩევნები იქნება წარმატებული, გამჭვირვალე და აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი", _ განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ.