აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჰილარი კლინტონი ბთუმიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება, ბაქოდან კი თურქეთს ეწვევა.
სახელმწიფო მდივანი თურქეთში გლობალურ ტერორიზმთან დაკავშირებით დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება.
შეგხსენებთ: საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან, გაიმართა ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში პლენარული სხდომა, რომელიც ჰილარი კლინტონმა და ნიკა გილაურმა გახსნა.
სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლები შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.