დღეს, 6 ივნისს, ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს გააცნობს. იმავდროულად, ბიზნესომბუდსმენი დაინტერესდება იმით, ექმნებათ თუ არა სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს ქვეყანაში საქმიანობისას პრობლემები. აღნიშნული შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება.