აშშ-ის სახელმწიფო მინისტრმა ჰილარი კლინტონმა კითხვაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან ნატოს გაფართოების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ეხებოდა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისკენ მხარს უჭერს.
"როგორც ჩიკაგოს ნატოს სამიტზე ვახსენეთ, აშშ და ყველა მოკავშირე საქართველოს მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისკენ მხარს უჭერს. ბუქარესტის გადაწყვეტილებასაც მხარი დავუჭირეთ და მომდევნო გადაწყვიტელებებსაც. ჩვენ გავაგრძლელებთ საქართველოსთან ორმხრივ ურთოიერთობას ნატო საქართველოს კომისიის მეშვეობით, რომ მხარი დავუჭიროთ იმ მიზნებს, რომლებიც დაისახა თვითონ საქართველომ ამ წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა კლინტონმა.
კითხვა ასე ჟღერდა: "ჩიკაგოს სამიტის შემდეგ რუსეთმა მკაფიოდ გამოხატა თავისი უარყოფითი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და კერძოდ ამ კონტექსტში საქართველოს მიმართულებით. ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ რუსეთს აქვს ვეტოს გამოყენების უფლება. თქვენ თუ ეთანხმებით ამ ანალიზს".