რუსებს და ჩინელებს ვიწვევთ, სირიაში მომხდარ მოვლენებში მიიღონ მონაწილეობა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამერიკელი ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც სირიის კრიზისთან მიმართებაში რუსეთისა და ჩინეთის პოზიციას ეხებოდა.
"საკმაოდ ნათელია ის, რომ უფრო ინტენსიური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს ამ გარდამავალ პერიოდს ჩვენი დიპლომატიური სამუშაოს მთავარი აქცენტი ამაზე უნდა იყოს გაკეთებული.
გავზრდით ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას ასადის რეჟიმზე. ნათელია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომ რთულია სხვა სამართლიან დასკვნამდე მივიდეთ იმის გათვალისწინებით, რისი მოწმეც გავხდი ბოლო ათი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით ეს ეხება ქალაქ ხულაში განხორციელებულ მკვლელობებს. სირიაში პოლიტიკური სვლების გარეშე ვერაფერი მოხდება და მოუთმენლად ველოდები ჩემს კოლეგებთან მუშაობას ხვალ სტამბულში, შემდეგ შევხვდები კოფი ანანს ვაშინგტონში. გვჯერა, რომ არსებობს გამოსავალი. რუსებს და ჩინელებს ვიწვევთ, რომ ამ პროცესის ნაწილი იყვნენ და სირიაში მომხდარი მოვლენებში მიიღონ მონაწილეობა", - განაცხადა კლინტონმა.
კითხვა ასეთი იყო: "ქალბატონო სახელმწიფო მდივანო, ჩინეთის, რუსეთის ლიდერები დღეს შეიკრიბნენ პეკინში და შეთანხმდნენ იმაზე, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ გაეროს დონეზე. როგორც თქვეს, მათ ექნებათ საშუალება, რომ გლობალური წესრიგი შემოიტანონ, უფრო რაციონალური მიმართულებით იმუშავონ. მე მაინტერესებს, როგორია თქვენი რეაქცია ამ საკითხებზე, ასევე მაინტერესებს, მზად ხართ თუ არა რამე ერთიანი პასუხი წარმოადგინოთ სირიის კრიზისზე".