"ქალბატონი სახელმწიფო მდივანი ლაპარაკობდა ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემაზე, ეს არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი შეამდგენელი ნაწილი. სხვათა შორის, ეს ყველაფერი საქართველოში უკვე ხდება განსაკუთრებით ეს თქვენთვის იქნება დასანახი თუ თვალყურს ადევნებთ ამ პროცესებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კითხვაზე: "შეგიძლიათ თუ არა კატეგორიულად გამორიცხოთ იმის შესაძლებლობა, რომ თქვენ არ გახდებით პრემიერ-მინისტრი?"
"ჩვენ გვყავს პირდაპირ არჩეული მერი საქართველოში, ასევე საკრებულოს წევრები პირდაპირ არიან არჩეულნი და ჩვენ მივდივართ ამ პროცესის დეცენტრალიზაციისკენ. პარლამენტი გადავიტანეთ ქუთაისში. რეგიონებში გადაგვაქვს ძალიან ბევრი სტრუქტურა. ამით გავაძლიერებთ რეგიონებს. საქართველოში არის განმტკიცებული მნიშვნელოვანი ინსტიტუტები და ეს ყველაფერი სწორედ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ სწორედ იმ ინსტიტუტებზე უფრო მეტად, ვიდრე ინდივიდებზე. აი, ამ სამომავლო პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, თუ რას გააკეთებენ თავად ინსტიტუტები", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა:
"გარდა ამისა, შემომთავაზეს იმის საშუალება, რომ როდესაც ოფისში ვიყავი, მელაპარაკა და მეფიქრა იმაზე, თუ რა რეფორმებით უნდა დამთავრებულიყო ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადა. სიმართლე გითხრათ, ეს პროცესი მიმდინარეობს, ეს არის დემოკრატიის განმტკიცების პროცესი და, აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ჩემთვის, ჩემი ხალხისთვის. ხალხის არჩევანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ეს შეცვლის ყველაფერს, ეს მოიტანს ცვლილებას დღეს, ოქტომბერშიც და მომავალშიც.