27-28 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძე დიდ ბრიტანეთს ეწვევა.
როგორც ჟურნალისტებს ვაშაძის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლონდონში მონაწილეობას მიიღებს ნატოსა და გაეროს ეგიდით დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც ავღანეთის თემას ეძღვნება.
კონფერენციაზე დაგეგმილია გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლაც, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
"ეს ალიანსის წევრი ქვეყნების კონფერენციაა, თუმცა მასზე, პარალელურად მოწვეულნი არიან IშAF-ის (ავღანეთის სამშვიდობო ოპერაცია) მონაწილე ქვეყნებიც.