აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ საკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკის საელჩოები და საკონსულოები უახლოეს პერიოდში ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს მიიღებენ, რომლის საშუალებითაც აფხაზ და ოს ხალხს საშუალება ექნებათ ამერიკაში ისწავლონ ან იმოგზაურონ.
"პრეზიდენტმა ობამამ და მე ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ჩარჩოებში. დღეს ასევე განვიხილეთ გზები, თუ საქართველოს როგორ შეუძლია ხელი გაუწოდოს აფხაზებსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში მცხოვრებ ხალხს. აქ შედის ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტები. მალე ამერიკის საელჩოები და საკონსულოები მსოფლიოში მიიღებენ ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტს ნებისმიერი რეზიდენტისთვის ამ რეგიონებში, რომლებსაც სურვილი ექნებათ ის გამოიყენონ აშშ-ში სასწავლებლად ან სამოგზაუროდ. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი იმ შერიგებისა, რომელიც მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან და სამართლიან მოგვარებას.