"პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის ასახავს ენერგიას, მეწარმეობას, დინამიას ჩვენი ხალხისა და საზოგადოებებისა. მეტიც: ჩვენს ურთიერთობებს შედეგები მოაქვს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართუ ბრიფინგზე განაცხადა.
კლინტონის განცხადებით, ამის ნათელი სურათი გასული კვირის მიღწევებია.
"დღეს დილით ჩვენ გვქონდა მესამე წლიური პლენარული სესია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის. ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მშვიდობა, უსაფრთხოება გლობალური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და დემოკრატიული ღირებულებების გაღრმავება, ჩვენს გეგმებზე. ვისაუბრეთ, რომ დავეხმაროთ მეცნიერულ საზოგადოებებს, ითანამშრომლონ უფრო ახლოს. ასევე ვისაუბრეთ მილენიუმის გამოწვევის კორპორაციის საქართველოსთან მეორე შეთანხმებასთან გადაცვლის შესახებ, რომელიც საქართველოს მომავალი რწმენის ნათელი სურათია. საქართველოში დაფუძნებული თავდაცვის სფეროს დაფუძნება და მოდერნიზება ჩვენი ერთობლივი პრიორიტეთთაგანია. დღეს დავესწარი სანაპირო დაცვის კატარღის გაშვებას. ეს კატარღა ჩვენ გავარემონტეთ ერთად, რათა დავეხმაროთ საქართველოს, რომ თავი დაიცვას ტერორიზმის საფრთხისგან, ნარკოტიკებისა და ადმიანების ტრეფიკინგისგან. ვისაუბრეთ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების - ISF ავღანეთში არსებული ოპერაციების შესახებ, რომელიც ასევე მოიცავს დაპირებას, მხარი დაუჭიროს ავღნეთის ეროვნულ უსაფრთხოებას 2014 წლის გარდამავალი პერიოდის შემდეგ", - განაცხადა კლინტონმა.
მისი განცხადებით, ქართველი ჯარები მამაცურად იბრძვიან ამერიკელ ძალებთან ერთად ავღანეთში.
"ჩვენ ვაფასებთ მათ გამბედაობასა და თავდადებას. საქართველო, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, დიდი წვლილის შემტანია ავღანეთში ჩვენს მუშობაში. ჩვენ ვაგზავნით მეორე ბატალიონს. ეს იქნება არა ნატოს ყველაზე დიდი წვლილის შემტანი, ეს იქნება საქართველოს წვლილის შემტანი. ვამაყობ რომ ჩვენ შევნთანხმდით თავდაცვის თანამშრომლობის საკითხებზე. აშშ ტრენინგს უტარებს ქართველ თავდაცვის ძალებს, რადგან მათ უკეთესად გაუწიონ მონიტორინგი სანაპირო ზოლსა და საჰაერო სივრცეს. ჩვენ მოდერნიზებას გავუკეთებთ ვეტმფრენის ფლოტს, რათა მან უკეთ ადვილად გააკეთოს ტრანსპორტი. ჩვენ მარაგს, აღჭურვილობას, ხალხს ვაგზავნით. ამ ძალისხმევის შედეგად საქართველო იქნება უფრო ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი", -