"ქალბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენი მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის პოლიტიკისადმი, უმცირესობის პოლიტიკისადმი არის მეტად მნიშვნელოვანი, ღია", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
"აქედან გამომდინარე, ვლაპარაკობთ პროგრესზე, რომელიც ხალხებს შორის ურთოიერთობის თვალსაზრისით არის მიღწეული. დღეს უფრო მეტი ქართველი მიემგზავრება ამერიკაში სასწავლებლად და ჩვენ გვყავს ასევე ამერიკელი მასწავლებლები, რომლებიც ქართველ ბავშვებს აქ ასწავლიან ინგლისურს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა კლინტონს ასევე დიდი მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
"მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის პოლიტიკის მხარდაჭერაზე ლაპარაკობთ", - განაცხადა მან.