საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს იუსტიციის სახლში დამზადებული, სიმბოლური, პერსონიზირებული პასპორტი გადასცა.
ჰილარი კლინტონი და მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სახლს ესტუმრნენ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნო. ჰილარი კლინტონმა მომსახურების სივრცეები დაათვალიერა და სერვისების პროცედურებს გაეცნო.