"სახალხო კრება" დევნილი სტუდენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადის გაუქმებას ითხოვს. კრების წარმომადგენლები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დევნილების მიმართ უყურადღებობასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
"სახალხო წარმომადგენლობითი კრების დევნილთა კომიტეტი უერთდება სტუდენტთა საინივიატივიო ჯგუფის მოთხოვნებს და აცხადებს: დევნილ სტუდენტებს მოუხსნან სწავლის გადასახადი, ან გაუწიონ შეღავათები და 28-ლარიანი დახმარება გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს, რითაც დევნილებს დაუბრუნდებათ განათლების მიღებისა და არსებობის საყოველთაო უფლებები", _ განაცხადა ჟურნალისტებთან "სახალხო კრების" დევნილთა კომიტეტის წევრმა მამუკა არშბამ.