დღეს, 5 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიასა და საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორას შორის.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, ბრაზილიაში დაგეგმილ გარემოს დაცვის კონფერენცია Rio+20-ში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა და ასევე ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვის შესაძლებლობა.