საქართველოს პრემიერ-მინისრმა ნიკა გილაურმა საქართველოსა და აშშ-ს შორი სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გამოვლინება წვრთნები იქნება, რომელსაც საქართველო აშშ-სგან მიიღებს. ეს განცხადება პრემიერმა ქართულ-ამერიკული ქარტიის ფარგლებში მომუშავე რამდენიმე ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ნატოსი ავღანეთში და ეს პარტნიორობა, რა თქმა უნდა გაგძელდება.
მეორე ნაწილი თავდაცვაში ჩვენი ურთიერთობისა ეს არის წვრთნები - რომელსაც საქართველო მიიღებს აშშ-სგან. ამის შესახებ მოლაპარაკებები დასრულებულია და ეს პროცესი დაწყებულია",_ აცხადებს ნიკა გილაური.