იმედი გვაქვს, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყება მომავალი თვეების განმავლობაში იქნება შესაძლებელი. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ქართულ-ამერიკული ქარტიის ფარგლებში მომუშავე რამდენიმე ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ.
„ეკონომიკური საკითხები, რომლებზეც ვისაუბრეთ ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყება. როგორც გახსოვთ, იანვარში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტის დროს გაჟღერდა პრეზიდენტ ობამასგან ასეთი მოლაპარაკებების დაწყების საშუალება. ჩვენ მას შემდეგ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ამერიკის მხარესთან, თავად მე შევხვდი კირკს, რომელიც არის ვაჭრობის წარმომადგენელი ამერიკის პრეზიდენტისა, ასევე გვქონდა მაღლი დონის დიალოგი აშშ-სა და საქართველოს შორის ანუ ეს პროცესი დაიძრა, მაგრამ რა თქმა უნდა ამას გარკვეული დრო დასჭირდება ეს არ არის ასე მარტივი", _ აცხადებს საქართველოს პრემიერი და აღნიშნავს, რომ საქართველომ
„ევროკავშირთან დავიწყეთ მოლაპარაკებების გასულ დეკემბერს, ახლა ვართ შუა მოლაპარაკებებში, აშშ-სთან იმედი გვაქვს, რომ დავიწებთ ასეთივე ტიპის მოლაპარაკებებს მომავალი თვეების განმავლობაში", _ აღნიშნა გილაურმა.