საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ორი კატარღა გადაეცა. აშშ-ს სახელით ისინი ქართულ მხარეს ჰილარი კლინტონმა საზეიმო ვითარებაში, ბათუმის პორტში გადასცა.
კატარღები მთლიანად აშშ-ს მიერ არის აღჭურვილი.
„დღევანდელი ღონისძიება სიმბოლურია. აშშ-სგან ჩვენ დღეს მივიღეთ სანაპირო დაცვის გემი. აშშ-ს მხარდაჭერით ეს გემი ძირეულად ტრანსფორმირებული და მოდერნიზირებულია და გარდაქმნილია თანამედროვე სანაპირო დაცვის საშუალებად, აღჭურვილია უახლესი ამერიკული სტანდარტების ტექნოლოგიით", _ განაცხადა გილაურმა.